Powered By Blogger

суббота, 9 июня 2012 г.

ისტორია

დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან გადიოდა სახელმწიფოთაშორისო მნიშვნელობის მქონე სამიმოსვლო გზები. მათგან უმთავრესია დარიალის ანუ არაგვის გზა, მე-18 საუკუნის მიწურულიდან -"საქართველოს სამხედრო გზა.დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, არაგვის ხეობაში, ადამიანის სამოსახლოებზე საუბარი შეიძლება ნეოლითის ხანიდან. აღმოჩენილია პალეოლითის ხანის ცალკეული იარაღები. ამავე პერიოდში საცხოვრებლად ათვისებული იყო, როგორც ბაზალეთის პლატო და ჟინვალის მიდამოები, ისე მთაც, მაგ. დიდველი. ჩვ.წ. მე-3 ს-ში, მას შემდეგ, რაც მეფე ფარნავაზმა ქართლის სამეფო საერისთავოებად დაყო, ახლანდელი დუშეთის რაიონის ტერიტორია შევიდა შიდა ქართლის ანუ სასპასპეტოს და კახეთ-კუხეთის საერისთავოებში. რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, ჟინვალში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ არაგვის ხეობის შუა წელზე ახ.წ. პირველ საუკუნეებში აღმოცენებული იყო ქალაქური ტიპის ძლიერი დასახლება. მე-4 საუკუნის 30-იან წლებში მთიელთა გასაქრისტიანებლად წმ. ნინო მოვიდა წობენს. მე-9 - მე-11 სს-ში კახეთის სამთავროს (შემდგომში სამეფოს) გაძლიერებასთან დაკავშირებით, დუშეთის რაიონი პოლიტიკურად მთლიანად კახეთის შემადგენლობაში იყო მოქცეული. მონღოლთა შემოსევების შემდეგ მის ტერიტორიას გამოეყო არაგვის საერისთავო. რაიონის ტერიტორია ეკლესიური მმართველობის თვალსაზრისით განაწილებული იყო მცხეთის საპატრიარქოს, წილკნისა და ხარჭაშოს საეპისკოპოსოებზე.




Комментариев нет:

Отправить комментарий