Powered By Blogger

среда, 13 июня 2012 г.

გამოყენებული წყაროები

http://www.istoria.ge/dzeglebi/anauri.htm
http://forum.ge/?f=25&showtopic=34006142
http://geoah.ge/index.php?do=full&id=277
http://www.mtskheta-mtianeti.gov.ge/duistoria.html
http://heritagesites.ge/?lang=geo&page=427
http://literatura.mcvane.ge/2011/06/06/page/17/

ღირსშესანიშნავი ადგილები


დუშეთის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

შატილი

მუცო

გერგეტის სამება

ანანურის მონასტერი და სხვა.


ანანურის მონასტერი


შატილი

 გერგეტის სამება


 მუცო

 ანანურის მონასტერი

суббота, 9 июня 2012 г.

ისტორია

დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან გადიოდა სახელმწიფოთაშორისო მნიშვნელობის მქონე სამიმოსვლო გზები. მათგან უმთავრესია დარიალის ანუ არაგვის გზა, მე-18 საუკუნის მიწურულიდან -"საქართველოს სამხედრო გზა.დუშეთის რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, არაგვის ხეობაში, ადამიანის სამოსახლოებზე საუბარი შეიძლება ნეოლითის ხანიდან. აღმოჩენილია პალეოლითის ხანის ცალკეული იარაღები. ამავე პერიოდში საცხოვრებლად ათვისებული იყო, როგორც ბაზალეთის პლატო და ჟინვალის მიდამოები, ისე მთაც, მაგ. დიდველი. ჩვ.წ. მე-3 ს-ში, მას შემდეგ, რაც მეფე ფარნავაზმა ქართლის სამეფო საერისთავოებად დაყო, ახლანდელი დუშეთის რაიონის ტერიტორია შევიდა შიდა ქართლის ანუ სასპასპეტოს და კახეთ-კუხეთის საერისთავოებში. რაიონის ტერიტორიაზე, კერძოდ, ჟინვალში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ არაგვის ხეობის შუა წელზე ახ.წ. პირველ საუკუნეებში აღმოცენებული იყო ქალაქური ტიპის ძლიერი დასახლება. მე-4 საუკუნის 30-იან წლებში მთიელთა გასაქრისტიანებლად წმ. ნინო მოვიდა წობენს. მე-9 - მე-11 სს-ში კახეთის სამთავროს (შემდგომში სამეფოს) გაძლიერებასთან დაკავშირებით, დუშეთის რაიონი პოლიტიკურად მთლიანად კახეთის შემადგენლობაში იყო მოქცეული. მონღოლთა შემოსევების შემდეგ მის ტერიტორიას გამოეყო არაგვის საერისთავო. რაიონის ტერიტორია ეკლესიური მმართველობის თვალსაზრისით განაწილებული იყო მცხეთის საპატრიარქოს, წილკნისა და ხარჭაშოს საეპისკოპოსოებზე.




ძეგლები


 ქალაქი დუშეთი და იქ არსებული  ძეგლები (ისტ. ქალაქი, ეკლესია მილახვრიანთკარის ტერიტორიაზე,  კობიანთკარის ეკლესია, მილახვრიანთკარის სამარხი, ყარანგოზიშვილების კოშკი, წმ. გიორგის ეკლესია, ჭილაშვილების ციხე-დარბაზის კომლექსი - კარის ეკლესია, გალავანი, კოშკი)
ავენისი (ანანურის საკრ.: კოშკი, ნამოსახლარი, წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი)
ათნოხი (გუდამაყრის საკრ.: კარის ანგელოზის ეკლესია, ლეჯაანთ სახლი)
აკუშო (ხევსურეთის საკრ.: კოპალას ჯვარი, ღვთისმშობლის ჯვარი)
ბაზალეთი (ისტ. სოფელი, სამაროვანი,  ბათაკათ  ციხე -ქალაქი (იხ. სოფ. ახიელი);  ღვთისმშობლის ეკლესია)
განძის წმ. გიორგის კოშკი (იხ. სოფ. ციხისძირი)
დუმაცხო (გუდამაყრის საკრ.:   ზეგარდის წმ. გიორგის ნიში,  ნასოფლარი - ზურგიანი კოშკი)
 ებნისი (მჭადიჯვრის საკრ.:  ეკლესია მაცხოვრის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია)
ლომისის ახალი ეკლესია (იხ. სოფ. ქვემო მლეთა)
ლომისის ძველი ეკლესია (იხ. სოფ. ქვემო მლეთა)
ლომისის წმ. გიორგის ეკლესია (იხ. სოფ. ქვემო მლეთა - ლომისის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი)
მუცო (შატილის საკრ.:   ისტ. ციხე-სოფელი,  ბორჩაშვილების ციხე-სახლი, ბროლისკალსო წმ. გიორგის ხატი, თორღვაის კოშკი,  კოშკიანი ციხე- სახლები, ჩოლოყაანთ კოშკი)
მღვიმეს ეკლესია (იხ. სოფ. ჟინვალი)
კობიანთკარის ეკლესია (იხ. ქ. დუშეთი)
ჩირიკის ეკლესია (იხ. სოფ. ჩოხელნი)
ჩარგალი (დიყელეს ეკლესია)
შატილი (ციხე-სოფელი, ანატორი- ნასოფლარი, გურო - ნასოფლარი, კოშკები, მთავარანგელოზის ჯვარი, ქაჩუს ციხე)
ფასანაური (ისტ. ძეგლი, კოშკი, ქიმბარიანის ზედა კოშკი, ქიმბარიანის ქვედა კოშკი)
http://saunje.ge/index.php?id=288&lang=ka

მდებარეობა და დაარსება

დუშეთი, ქალაქი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის ორივე ნაპირზე. რკინიგზის სადგურ მცხეთიდან 33 კმ მანძილზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს, პირველად იხსენიება 1215 წელს. XVII ს-ში აქ არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. საერისთავოს გაუქმების შემდეგ დუშეთი მნიშვნელოვნად დაკნინდა. 1756 წელს მან ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო, 1802 წელს კი ახლადშექმნილი დუშეთის მაზრის ცენტრი გახდა. მოსახლეობა 4,6 ათასი (2002 წ.).
ქალაქში არის საკონსერვო, რძის ქარხნები, კვების მრეწველობის საწარმოები, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია). ქალაქში შემორჩენილია წმ. გიორგის ეკლესია (IX-X სს.), მოხელის დარბაზი (XVII ს.), ჭილაშვილების ციხე-დარბაზი (XVIII ს.). დუშეთში არის წილკნის ეპარქიის რეზიდენცია.


http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=4073&view=next&sid=c4b2aacb5f2e97fb735bec6f21d82f61
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98